„სამშვიდობო შეთანხმების შესახებ შეთავაზების გადადება 70 დღეზე მეტით, სომხური მხარე ზიანს აყენებს ნორმალიზების პროცესის პერსპექტივას ასეთი დამარღვეველი განცხადებებით.
InterPress.ge „Report“ ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს მოსაზრებები გამოითქვა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2023 წლის 4 დეკემბრის განცხადებაზე.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2023 წლის 4 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებას, რომელიც შეიცავს მტკიცებას, რომ სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა აზერბაიჯანული მხარის მიერ სავარაუდოდ გახსნილი ცეცხლის შედეგად. ასეთი განცხადებებით სომხური მხარე ცდილობს სასაზღვრო რეგიონებში ხელოვნური დაძაბულობის შექმნას და მესამე ქვეყნების ყურადღების მიქცევას, მიზნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
