29 
ნოე
2023
22:34
318

სტამბოლი 2024 წელს 50 საუკეთესო სამოგზაურო ადგილს შორის მოხვდა

სტამბოლი მოხვდა Travel + Leisure-ის (T+L) შედგენილ  50-ეულში, რომლებიც 2024 წლის საუკეთესო სამოგზაურო ადგილებად დამტკიცდა. აღნიშნული სიის მიხედვით, იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე რეკომენდებადი ადგილი 2024 წლისთვის.  ამის მიზეზი ქალაქის ენერგიული ატმოსფერო, საკულტო სიმბოლოები და სხვა კულტურული ღირსშესანიშნაობებია, რომლებიც სტუმრებს დაუვიწყარ მოგონებებს უტოვებს და სძენს საუკეთესო გამოცდილებას. სია მიზნად ისახავს შთააგონოს ცნობისმოყვარე მოგზაურებს საუკეთესო დასასვენებელი ადგილები  და საშუალება მისცეს მათ, , გამოიკვლიონ ჩვენი სამყარო ახალი გზებით. ოცზე მეტმა ტურიზმის ექსპერტმა მოამზადა ეს სია და დაასახელა ყველა ის კატეგორია, რიც მიხედვითაც სტამბოლი შეირჩა მათ შორის. კლასიფიცირება მოხდა შემდეგი კატეგორიებით:  "კულტურული ჩართულობა", „კვება "  „ცოცხალი გარემო“,  „ბუნება“ , „საზღვაო დასვენება“,  "სათავგადასავლო და საინტერესო მოგზაურობები“ და სხვ. 

სტამბოლი - თურქეთის ყველაზე დიდებული და საინტერესო ქალაქი

დიდებული და ულამაზესი სტამბოლი ყოველთვის ახერხებს სტუმრების მოხიბვლასა და გაოცებას თავისი სიცოცხლით სავსე ცხოვრების სტილით, გამორჩეული არქიტექტურით, უგემრიელესი კერძებით და სხვ. ეს ის ქალაქია, რომლის ერთხელ მონახულების შემდეგ წარმოუდგენელია უკან დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდეთ.

T+L-ის სტატიაში წერია, რომ მისმა მკითხველებმა სტამბოლი 2024 წლისთვის ევროპის საუკეთესო ქალაქად დაასახელეს. ამავე სტატიაში დეტალურად არის აღწერილი, თუ რატომ უნდა მოვინახულოთ სტამბოლი და რა აქვს მას განსაკუთებული. ხაზგასმულია მუზეუმების სიდიადე, კულტურული ძეგლების მნიშვნელობა, მათი მრავალფეროვნება და სხვ.   ასევე საუბარია მის წარმატებებზე კვებისა და მდიდრული განსახლების ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებსაც მიშლენის სახელმძღვანელო აფასებს.

 სტამბოლი, ბოლო წლებში მოხვდა მსოფლიოს წამყვანი გამოცემების მიერ შედგენილ სხვადასხვა კატეგორიის სამოგზაურო სიებშიც, როგორიცაა Conde Nast Traveler, Forbes და Time Out.

სტამბოლი არის ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ. 
 


 

Bizimlə əlaqə saxlayın



ჟურნალისტი

Humay Məmmədova