"სომხეთმა მომავალი უნდა დაგეგმოს არა ჩვენი რეგიონიდან შორს მყოფი ქვეყნების ამბიციებიდან, არამედ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, ის არ უნდა ეფუძნებოდეს სისხლიანი კოლონიური წარსულის მქონე ქვეყნების ამბიციებს. მათი კოლონიური პოლიტიკა ძირითადად მიმართულია მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში“.
InterPress.ge Report' ზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 20 ნოემბერს ბაქოში ერაყის პრეზიდენტთან აბდულატიფ ჯამალ რაშიდთან გამართულ პრეს-განცხადების დროს განაცხადა.
„არავითარ საერთაშორისო ზეწოლას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს აზერბაიჯანის ხალხისა და აზერბაიჯანის მთავრობის ნებაზე. სომხეთი ახლა იყენებს დიასპორის ორგანიზაციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აზერბაიჯანზე ყველგან თავდასხმისთვის. მაგრამ მათთვის ამას ნულოვანი შედეგი ექნება. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მაგრამ სამართლიანი მშვიდობისთვის, მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებაზე. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებულია საღი აზრისა და ისტორიული სამართლიანობისთვის“, - განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა.
