კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

თურქული რესტორნები, რომლებსაც Michelin Guide-მა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გაუწია

714
თურქული რესტორნები, რომლებსაც Michelin Guide-მა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გაუწია
მოსასმენად დააჭირეთ

რესტორნებში ყველა გურმანი ისწრაფვის იმისათვის, რომ საუკეთესო კერძი მოამზადოს და ბევრი მომხმარებელი მოიზიდოს. კონკურენცია მთელს მსოფლიოში დიდია. რესტორნები და კვების ობიექტები ცდილობენ მათი პროდუქცია კონკურენტუნარიანი და…

რესტორნებში ყველა გურმანი ისწრაფვის იმისათვის, რომ  საუკეთესო კერძი მოამზადოს და ბევრი მომხმარებელი მოიზიდოს. კონკურენცია მთელს მსოფლიოში დიდია. რესტორნები და კვების ობიექტები ცდილობენ მათი პროდუქცია კონკურენტუნარიანი და საუკეთესო იყოს. ეს ყველაფერი კი სარესტორნო სფეროში Michelin-ის კრიტერიუმებით ფასდება. მის სიაში ყოფნა ადასტურებს, რომ რესტორანში სამზარეულოს დონე და მომსახურება შესანიშნავია. ამ კუთხით კი, უკვე შეირჩა თურქეთის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრები – ბოდრუმი, იზმირი და სტამბოლი.

მიშლენის მხრიდან თურქეთში სულ რეკომენდაცია ეწევა 111 რესტორანს, რომელთაგანაც  15 იზმირში, 19 ბოდრუმში და 77 სტამბოლში  მდებარეობს.

• MICHELIN-ის ერთი ვარსკვლავით დაჯილდოვებულია  ბოდრუმის ორი და იზმირის სამი რესტორანი; სტამბოლში ამ მხრივ ასევე დააჯილდოვეს ორი კვებითი დაწესებულება.

• 4-მა ახალმა რესტორანმა "მიშლენის" მწვანე ვარსკვლავი მიიღო

• დაინერგა "მიშლენის" ახალი  ჯილდო - MICHELIN Sommelier Award

  როგორც აღინიშნა, მიშლენის ხელმძღვანელები თურქეთში სულ 111 დაწესებულებას უწევენ რეკომენდაციას, აქედან 15 იზმირში და 19 ბოდრუმში მდებარეობს. იზმირიდან 3-მა და ბოდრუმიდან 2-მა რესტორანმა უკვე მიიღო მიშლენის ერთი ვარსკვლავი.  ამ მხრივ, გამოირჩევა სტამბოლიც, საიდანაც 25 ახალი რესტორანი მალე შევა აღნიშნულ სიაში. 2 მათგანს კი უკვე მიენიჭა   MICHELIN-ის ერთი ვარსკვლავი, 8 -ს კი Bib Gourmand-ის ჯილდო.

მიშლენის ვარსკვლავთა შინაარსი რესტორნებში ასე აიხსნება

* თავის კატეგორიაში ძალიან კარგი რესტორანია.

**  გამოირჩევა განსაკუთრებული სამზარეულოთი.

***  გამოირჩევა შეფ-მზარეულის შესანიშნავი მუშაობით.

მაშასადამე, რესტორნის შეფასება, სინამდვილეში, სამზარეულოს კლასის შეფასებას ნიშნავს. სხვათაშორის, თუ შეფ-მზარეული რესტორნიდან მიდის, მიშლენის ვარსკვლავი თან მიაქვს!

დღეს მიშლენის მეგზურის რეპუტაცია უნაკლოა. შეუძლებელია მიიღოთ მაღალი შეფასება ნაცნობ–მეგობრობით ან ფულით. როგორც ამბობენ, რესტორანთა შეფასებისას 14 კრიტერიუმი გამოიყენება, თუმცა ისინი საიდუმლოს წარმოადგენს, რათა რესტორნებმა "ვარსკვლავმფლობელთა" იმიტაცია არ დაიწყონ. ცნობილი მხოლოდ ყველაზე ცხადი კრიტერიუმებია - რესტორნის საზოგადოების მხრიდან აღიარება, სერვისის დონე და, განსაკუთრებით, სამზარეულოს ხარისხი.

MICHELIN Guide-ის საერთაშორისო დირექტორი გვენდალ პულენეკი თურქულ რესტორნებთან დაკავშირებით ამბობს: „ჩვენი გუნდის წევრები  წელს კიდევ ერთხელ აღფრთოვანდნენ სტამბოლის კულინარიული სცენით, სადაც წარმოდგენილია 24 ახალი რესტორანი, მათ შორის 2 მიშლენის ვარსკვლავით.  მათ ასევე განსაკუთრებით დააფასეს  იზმირი და ბოდრუმი , რომლებიც მნიშვნელოვანი რეპუტაციით შევიდნენ  MICHELIN Guide-ის ოჯახში. ადგილობრივი ფესვები, რეგიონისადმი ერთგულება და ძლიერი კავშირები ადგილობრივ მწარმოებლებთან  - ეს იმ მახასიათებელთა მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც იზმირის, ბოდრუმისა და სტამბოლის რესტორნები იზიარებენ.     

შვიდმა რესტორანმა MICHELIN-ის ახალი ვარსკვლავი მიიღო

იზმირის 3 რესტორანს MICHELIN-ის ერთი ვარსკვლავი მიენიჭა.  ოსმან სეზენერი, რომელიც რესტორან OD Urla-ს შეფ-მზარეულია, გამოირჩევა ორიგინალური კულინარიული მიდგომით. ამ კვებით დაწესებულებაში, რომელიც გარშემორტყმულია ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, მისი გუნდი ამზადებს საუკეთესო კერძებს, რაც კი ოდესმე შეიძლება გქონდეთ დაგემოვნებული.

სასტუმრო Teruar Urla-ში შეფ-მზარეული ოსმან სერდაროღლუ და მისი გუნდი ხაზს უსვამენ ადგილობრივი პროდუქტების სიმდიდრეს, რომლებიც  ხმელთაშუა ზღვის კერძებისგან შედგება.  უნდა გითხრათ, რომ ისინი საოცრად მდიდარი გემოთი გამოირჩევიან.

აღსანიშნავია ოზანი და სერეი ქუმბასარი, რომლებმაც უნიკალური კულინარია  დაამკვიდრეს იზმირის რესტორან  Vino Locale-ში. ამ ენთუზიაზმით სავსე წყვილს სხვა გატაცება არ გააჩნია, გარდა კულინარიისა. ისინი საკუთარ ცხოვრებას გურმანობას უძღვნიან.

დიდებულ სანაპიროზე სეირნობის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ MICHELIN Guide-ის მიერ რეკომენდირებულ რესტორან Maçakızı-ს, სადაც   თანამედროვე ეგეოსური სამზარეულო  დაგხვდებათ.   აქ შეფ-მზარეული არეთ საჰაქიანი გვთავაზობს კრეატიულ კერძებს ადგილობრივი კულინარიული ტრადიციების შესაბამისად მომზადებულს. უნდა აღვნიშნოთ, რომ აქღვინის მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც თურქული და ევროპული ღვინოებით იწყება და  გრძელდება შთამბეჭდავი შამპანურის მარნებით.  

 

MICHELIN-ს მწვანე ვარსკვლავები ეკოლოგიური თვალსაზრისით 4 ახალ რესტორასნს აღიარებს

2024 MICHELIN-ის სახელმძღვანელოში მწვანე ვარსკვლავის მიხედვით მოხდება 4 ახალი რესტორნის აღიარება, რომელთაგანაც სამი იზმირში, ერთი კი სტამბოლში მდებარეობს.   მიშლენი აფასებს იმ რესტორნებს, რომლებიც არ არღვევენ გაემოსდაცვით წესებს და ამ მხრივ მეტად პასუხისმგებლიანები არიან.   ეს განსაკუთრებული რესტორნებია -  OD Urla, Vino Locale, Hangi Lokanta იზმირში და  Circle by Vertical სტამბოლში. ამ უკანასკნელმა ახლახანს დაიწყო აღიარება. ასევე აღსანიშნავია რესტორანი  Neolokal-ს, რომელიც ინარჩუნებს MICHELIN Green Star-ს და უნდა ითქვას, რომ  2024 წლისთვის ამ რესტორანთა საერთო რაოდენობა 5-ამდე გაიზრდება.   

16 ახალი Bib Gourmand რესტორანი

Bib Gourmand-ის მიხედვით ახლახანს დაჯილდოვდა 16 რესტორანი , რომელთაგანაც 2 ბოდრუმში, 6 იზმირში და 8 სტამბოლში მდებარეობს.    

სიას დაემატა 36 ახალი რესტორანი

გარდა იმ რესტორნებისა, რომლებმაც მიიღეს ერთი ან მეტი MICHELIN Stars ან Bib Gourmand-ის ჯილდო, საზოგადოება ასევე რეკომენდაციას უწევს 36 ახალ კვებით დაწესებულებას. ისინი გამოირჩევიან უმაღლესი ხარისხით. მათგან  6 იზმირშია, 15 ბოდრუმში და 15 სტამბულში.

MICHELIN გზამკვლევი სტამბოლი, იზმირი, ბოდრუმი ერთი შეხედვით:

მოკლედ რომ გიჩვენოთ სტამბოლის, იზმირისა და ბოდრუმის რესტორნები Michelin-ის გზამკვლევში. მათი მხრიდან  111 რესტორანია რეკომენდებული (77 სტამბოლში, 15 იზმირში, 19 ბოდრუმში):

-MICHELIN-ის ორი ვარსკვლავის მფლობელი 1 რესტორანი (სტამბოლი);  

-MICHELIN-ის ერთი  ვარსკვლავის 11 მფლობელი რესტორანი  (6 სტამბოლში, 3 იზმირში, 2 ბოდრუმში);

- 26 Bib Gourmand-ის მფლობელი რესტორანი (18 სტამბოლში, 6 იზმირში, 2 ბოდრუმში);

- 73 შერჩეული რესტორანი (52 სტამბოლში, 6 იზმირში და 15 ბოდრუმში);

- 5 MICHELIN Green Star-ის მფლობელი რესტორანი (2 სტამბოლში, 3 იზმირში).

თქვენ შეგიძლიათ უფასოდ ნახოთ  MICHELIN-ის ელექტრონული სახელმძღვანელო, რათა შეძლოთ სწორი არჩევანის გაკეთება სატუმროებთან და რესტორნებთან დაკავშირებით.     ამისათვის კი უნდა ეწვიოთ MICHELIN Guide-ის ვებსაიტს ან ჩამოტვირთოთ უფასო აპლიკაცია iOS-ისა და Android-თვის.

მთლიანი სახელმძღვანელოს ნახვა  QR კოდის საშუალებითაც შეგიძლიათ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →