"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 13 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც
სქესობრივი კავშირი დაამყარა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," -ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოება
13 წლის გოგოს მოტაცებისა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე დაკავებულ 22 წლის ბიჭს ბრალდება წარედგინა

მოსასმენად დააჭირეთ
პროკურატურამ, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 22 წლის ბიჭს, რომელმაც 13 წლის გოგო მოიტაცა და საკუთარ სახლში ქორწინების მიზნით მიიყვანა .
შეაფასეთ
InterPress.ge არხები
სიახლეები სწრაფად მიიღეთ სოციალურ ქსელებში