საქართველო კარგი ქვეყანაა, საქართველო კარგ ფორმაშია, საქართველო მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მსჯელობა გვექნება სამიტის შემაჯამებელ ტექსტზე, სადაც დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო მოხსენიებული იქნება, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა ორბანმა.
