ისრაელის თავდაცვის ძალებმა წუხელ ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ტანკების გამოყენებით „მიზანში ამოღებული რეიდი“ განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, აღნიშნული ოპერაცია ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის მზადების ნაწილია.
„ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელა მიზანში ამოღებული რეიდი ტანკების გამოყენებით ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, როგორც ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის მზადების ნაწილი“, - აცხადებენ არმიაში.
