ისრაელის ბრძოლა "ჰამასის" წინააღმდეგ, შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს",- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერმინისტრი საუბრობს.
ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასს" ვერ დაამარცხებენ, ისრაელი ყველაფერს დაკარგავს. მისივე თქმით, "ჰამასი" ევროპასაც საფრთხეს უქმნის. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა დაჯგუფება "ჰეზბოლას", რომ ომს არ შეუერთდეს.
"იმედი მაქვს, ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს გაფრთხილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას საშინელი შედეგები მოჰყვება", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
