„ახლა უკვე შეგიძლიათ, გამოიყენოთ ორი, მაგალითად, პირადი და სამუშაო WhatsApp-ანგარიში ერთდროულად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთიდან მეორე ანგარიშზე გადასვლის დროს მესენჯერიდან გასვლა, ასევე, ორი ტელეფონის ტარება აღარ დაგჭირდებათ“, - წერს WhatsApp.
მეორე ანგარიშის შესაქმნელად მხოლოდ დამატებითი ტელეფონის ნომერი და SIM-ბარათი იქნება საჭირო. შესაძლებელია ისეთი ტელეფონის გამოყენება, რომელიც რამდენიმე SIM-ბარათზე ან eSIM-ზე მუშაობს. კონფიდენციალურობისა და შეტყობინებების პარამეტრების დაყენება თითოეული ანგარიშისთვის ცალკე არის შესაძლებელი.
.jpg)