როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მათი ინფორმაციით, ქალი აფეთქების დროს ფანჯრიდან გადავარდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
