InterPress.ge- ს ინფორმაციით, ღონიზძიება საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი ნარიმან ნარიმანოვის მუზეუმი და მირზა ფატალი ახუნდოვის აზერბაიჯანის კულტურული მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა და ნარიმან ნარიმანოვის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ნარიმანოვს აზერბაიჯანისა და საქართველოს შორის „ მეგობრული სიმვოლუკი“ უწოდა.
ღონისძიების მსვლელობისას ნარიმან ნარიმანოვის მუზეუმის კურატორი რენა დალივალოვა, მირზა ფატალი ახუნდოვის მუზეუმის წარმომადგენელი ლეილა ალიევა, ახალგაზრდული ალიანსის საზოგადოებრივი ერთიანობის წარმომადგენელი თენგიზ მამედოვი, გაზეთი „ მაარიფის“ რედაქტორი ალადდინ ქარაბაღლი, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავებელი ფატმა ალიევა და სხვები ნარიმანოვის შესახებ ხაზგასმით ისაუბრეს.
ღონისძების ფარგლებში საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მოსწავლეებმა ნარიმანოვის მიერ ნაჯაფისთვის დაწერილი წერილი წაიკითხეს.
ღონისძიების შემდეგ მონაწილეებმა მარნეულში ნ.ნარიმანოვის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.





