"აზერბაიჯანთან ზეწოლის ენით საუბარი უაზრო და მიუღებელია", - ასე ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ემანუელ მაკრონის მიერ გრანადაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას.
„გვსურს შევახსენოთ ფრანგულ მხარეს, რომელიც აზერბაიჯანზე ზეწოლისკენ მოუწოდებს, აზერბაიჯანთან ზეწოლის ენით საუბარი უაზრო და მიუღებელია. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების ნაცვლად, საფრანგეთისთვის უფრო სასარგებლო იქნება, რომ შეაჩეროს ჩვენს რეგიონში აგრესორი სომხეთის მხარდაჭერისა და შეიარაღების მზაკვრული პოლიტიკა, რომელიც აფერხებს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში“, - აცნობეს სამინისტროში.
აღინიშნა, რომ არ არსებობს საფუძველი იმის შესახებ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი თითქოსდა დაჰპირდა, რომ აზერბაიჯანი არ გამოიყენებდა ძალას არალეგალური სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ: „საფრანგეთს სომხეთისთვის ცრუ დაპირებების ნაცვლად სწორი მიმართულება რომ მიეცა სომხეთს, არ იქნებოდა საჭირო აზერბაიჯანის წინააღმდეგ საფრთხის ძალისმიერი გადაწყვეტა და ეს საკითხი მშვიდობიანად გადაწყდებოდა. აზერბაიჯანი ახორციელებს შესაბამის ზომებს სომეხი მაცხოვრებლების რეინტეგრაციისთვის აზერბაიჯანის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში და ჩვენი ქვეყანა, როგორც ყოველთვის, არის ყველაზე დაინტერესებული მხარე სუვერენიტეტისა და ტერიტორიის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე მშვიდობის დამყარებით ჩვენს რეგიონში".
