2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად 5%-ისა. შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და 2.6%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 78,8 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება. უცვლელია ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა - ის მშპ-ის 2.8%-ია. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 256,7 მლნ ლარით იზრდება და 22 170,9 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 431,2 მლნ ლარით იზრდება.
İmedi
