ჩვენ უზრუნველვყოფთ ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებებს. ჩვენ მათ უკვე წარმოვადგინეთ ჩვენი შეხედულება ამ საკითხზე, რეინტეგრაციაზე და მათ უფლებებზე“.
InterPress.ge-ს ინფორმაციით ამის შესახებ თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ზანგილანში 29 სექტემბერს, მე-2 ეროვნული ურბანული დაგეგმარების ფორუმის გახსნის ცერემონიაზე თემაზე: „მდგრადი ქალაქები, როგორც ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალა და უთანასწორობასთან ბრძოლაში“.
„რელიგიური, საგანმანათლებლო, კულტურული, მუნიციპალური უფლებები (ყარაბაღელი სომხების – რედ.) – ყველა ეს საკითხი გადაწყდება საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად. ეს განხორციელდება ყველა იმ კონვენციის შესაბამისად, რომლის მხარეც არის აზერბაიჯანი, ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები“, - აღნიშნა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა.
