პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზთან, ფოიეში ხმაურია. ერთმანეთს ოპოზიცია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაუპირისპირდენენ. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი კობახიძესთან კომენტარის გაკეთების დროს მივიდნენ და უთხრეს, რომ რუსეთის ჯაშუშია, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.
მანდატურებმა სცადეს, სიტუაცია განემუხტათ, თუმცა დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. ოპოზიცია სკანდირებს - „რუსებო“.
პარალელურად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
(Primetime)
