აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში მდებარე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ. ამ შემთხვევაში ანტიტერორისტული ღონისძიებები შეჩერდება.
InterPress.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ ოპერატიულ კავშირში ვართ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებულ რუსულ სამშვიდობო კონტინგენტთან და ვუქმნით ყველა პირობას მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
.jpg)