მოხდება იმ ადმინისტრაციული, სოციალური, საგანმანათლებლო, სამედიცინო, რელიგიური და სხვა ტიპის ობიექტების დაცვა, რომელთა უსაფრთხოებაც გარანტირებულია აზერბაიჯანის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად-ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ავადმყოფებს გაუწევენ საჭირო სამედიცინო და სხვა სახის დახმარებას, უზრუნველყოფილნი იქნებიან სასმელი წყლით და საკვებით.
სახიფათო ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, ლაჩინის გზაზე და სხვა მიმართულებებზე ჰუმანიტარული დერეფნები და მიმღები პუნქტებია მოწყობილი.
.jpg)