მისი თქმით ამის შესახებ საუბარი უკვე ჰქონდა ჩინეთის პრემიერთან და მოსალოდნელია პირდაპირი ფრენების დამატება.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, წამახალისებელი იქნება, მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში.
მინდა ვთქვა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები. ევროპაში, ამერიკაში ყველგან. ჩვენ პირდაპირი ფრენებიც გვაქვს, მქონდა, ჩინეთის პრემიერთან ტურიზმზეც და ფრენებზეც საუბარი", - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, ეს მისი ჩნეთში წარმატებული ვიზიტის ერთ-ერთი შედეგია.
(bpn)
