უფრო კონკრეტულად, 2022 წელს საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 14 103 სტუდენტი, 2021 წელს კი 11 204. რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, შარშან პროფსასწავლებლები 7 605-მა სტუდენტმა დაამთავრა, 2021 წელს კი 6 775-მა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-5 სპეციალობას, სადაც 2022 წელს ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა:
- ინჟინერია, წარმოება, მშენებლობა - 3 284
- მომსახურებები - 2 877
- ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა - 2 178
- ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები - 1 815
- ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი - 1 789
2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 94 ერთეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებაა, აქედან 52 არის კერძო, 42 კი საჯარო.
ამასთან, 94 დაწესებულებიდან, 67 არის პროფესიული კოლეჯი, 19 - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 8 კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.
(bpn)
.jpg)