კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

ე.წ. კუჭის დაპატარავების ოპერაციის გაკეთების პირობები მკაცრდება

146
ე.წ. კუჭის დაპატარავების ოპერაციის გაკეთების პირობები მკაცრდება
მოსასმენად დააჭირეთ

ბარიატრიული ოპერაციის („კუჭის დაპატარავება“) გაკეთების პირობები მკაცრდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მოხდა ბარიატრიული ქირურგიის რეგულირების მექანიზმის სრულყოფა, რის შედეგადაც მთელი რიგი…

ბარიატრიული ოპერაციის („კუჭის დაპატარავება“) გაკეთების პირობები მკაცრდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მოხდა ბარიატრიული ქირურგიის რეგულირების მექანიზმის სრულყოფა, რის შედეგადაც მთელი რიგი სტანდარტები განისაზღვრა, მათ შორის პაციენტს შესაბამისი წონის ინდექსის გარდა, უნდა ჰქონდეს თანმხლები დაავადებები. ასევე, ახალი სტანდარტის მიხედვით, ოპერაციამდე პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, ჩაუტარდეს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და ა.შ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროტოკოლის თანახმად, ბარიატრიული ოპერაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს.

„ბარიატრიული ქირურგიის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა მისი რეგულირების მექანიზმის სრულყოფა. ცვლილების მიხედვით, აღნიშნული პროცედურები მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა განხორციელდეს. სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ქირურგის კვალიფიკაციასა და გამოცდილებასთან დაკავშირებითაც. განახლებული სანებართვო პირობები დაწესებულებებმა 2023 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დააკმაყოფილონ.

ბარიატრიული ოპერაცია საკმაოდ რთული ქირურგიული ჩარევაა და ის მხოლოდ კონკრეტული ჩვენებების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს. სწორედ ეს ჩვენებები განისაზღვრა პროტოკოლით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტების შესაბამისად. პაციენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები, ჩარევამდე პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, ჩაუტარდეს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და ა.შ.

 

მსგავსი ტიპის ცვლილებების საჭიროება „მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის ჩარევის ჩვენებების“ - პროტოკოლზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა. შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის ასოციაციის ექსპერტებმა წარმოადგინეს.

საერთო ჯამში, ახლად განსაზღვრული სანებართვო პირობები, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს, პაციენტისთვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების შესაძლებლობას მისცემს და 2025 წლისთვის, საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დაკმაყოფილებას გაუადვილებს“,- განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში.

ინფორმაციისთვის, ქირურგიული ჩარევისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებში ნათქვამია, რომ მეტაბოლურ-ბარიატრიული ქირურგიის გამოყენება რეკომენდირებულია იმ პაციენტებში, ვისაც პირველი ხარისხის სიმსუქნე აღენიშნებათ და რომლებმაც ვერ მოახერხეს წონის არსებითი და მდგრადი კლება ან თანმხლები დაავადებების მდგომარეობის გაუმჯობესება არაქირურგიული მეთოდებით. ამასთან, აღნიშნულია, რომ მეტაბოლურ - ბარიატრიული ქირურგია ნაჩვენებია პაციენტებში II ტიპის შაქრიანი დიაბეტით, I ხარისხის სიმსუქნით რომელთა სხეულის მასის ინდექსი არის < 35 კგ/მ2 (30-34.9 კგ/მ2).

მეტაბოლურ-ბარიატრიული ქირურგიის პროტოკოლი დეტალურად იხილეთ ბმულზე.

 

 

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →