2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან 126 ათასი აშშ დოლარის 411.5 ტონა საზამთროს ექსპორტი განხორციელდა. 2022 წლის 7 თვეში კი, 271.7 ათასი აშშ დოლარის 989.5 ტონა საზამთრო გაიყიდა.
აქედან, 2023 წელს 99.4 ათასი აშშ დოლარის 347.5 ტონა პროდუქტი სომხეთმა იყიდა, 14.7 აშშ დოლარის 42 ტონა უკრაინამ, 11.8 მლნ აშშ დოლარის 22 ტონა კი, რუსეთმა.
ექსპორტის პარალელურად შემცირებულია იმპორტიც. 2023 წელს საქართველომ 2.5 მლნ აშშ დოლარის 8 383 ტონა საზამთრო იყიდა, გასული წლის იანვარ-ივლისში კი, 2.3 მლნ აშშ დოლარის 12512 ტონა.
მიმდინარე წელს იმპორტის უდიდესი წილი, 1.7 მლნ აშშ დოლარი თურქეთიდან განხორციელდა. შემდეგია ირანი, სადაც საქართველომ 694 აშშ დოლარის 2,293 ტონა საზამთრო შეიძინა.
ასევე იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში არიან: აზერბაიჯანი, რუსეთი, უზბეკეთი, ნიდერლანდები და სომხეთი.
(bpn)
