საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 301.1 მლნ აშშ დოლარი (782 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.6%-ით ნაკლებია 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
"უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.7% მოდიოდა," - წერს სებ-ი.
მიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მეტი გადმორიცხვა შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:
- რუსეთის ფედერაცია - 73.8 მლნ აშშ დოლარი, წინა წელთან შედარებით 26.6%-იანი კლება;
- იტალია - 45.34 მლნ აშშ დოლარი, წინა წელთან შედარებით 26%-იანი ზრდა;
- აშშ - 40 მლნ აშშ დოლარი, წინა წელთან შედარებით 40%-იანი ზრდა.
- საბერძნეთი - 21.6 მლნ აშშ დოლარი, წინა წელთან შედარებით 12.9%-იანი ზრდა.
- გერმანია - 20.5 მლნ აშშ დოლარი, წინა წელთან შედარებით 40.3%-იანი ზრდა.
(bpn)
