როგორც CNN წერს, რუბლის გაუფასურება დასავლეთის სანქციების შედეგია, რომელმაც შეამცირა რუსეთის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი. ომის დაწყებიდან მალევე ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის შემცირების აუცილებლობაზე განაცხადეს. ამას მოჰყვა სანქციები რუსული ნავთობის იმპორტზე, შედეგად მიმდინარე წელს ევროკავშირმა გაზარდა ენერგორესურსების იმპორტი აშშ-დან და ნორვეგიიდან. ამან გავლენა იქონია რუსეთის საექსპორტო შემოსავლებზე.
წლის დასაწყისიდან რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებით 38%-ით გაუფასურდა, ევროსთან მიმართებით კი - 42%-ით.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში ინტერვენციას დოლართან მიმართებით რუბლის მყისიერი გაუფასურება მოჰყვა. კერძოდ, 2022 წლის მარტში ერთი დოლარი 136 რუბლი ღირდა.
