კერძოდ, 2023 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 42 075 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
კვლევის თანახმად, 2023 წლის ივნისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 1.1%-ით ნაკლებია 2023 წლის მაისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
PMCG-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 10 978 ვაკანსია საიტზე გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში გამოცხადდა; მას მოსდევს ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორია - 9 919 ვაკანსიით, მე-3 ადგილზეა - ფინანსები, სტატისტიკის კატეგორიის მიმართულება, სადაც 7 799 ვაკანსია განთავსდა.
ჩამონათვალში ხვდება ასევე:
- ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუცია - 6 259 ვაკანსია;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები/პროგრამირება - 1 663 ვაკანსია;
- სხვა - 15 423 ვაკანსია.
(bpn)
