ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.510 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 22.277 მლრდ ლარს გადააჭარბა.
2022 წლის ივნისის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 7.906 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 23.158 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2023 წლის მაისის მონაცემებს, სახელმწიფო საგარეო ვალი 8.404 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 21.783 მლრდ ლარს შეადგენდა.
2023 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, EIB -ს მიმართ ვალი - 1.005 მლრდ დოლარს; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1.378 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 2.149 მლრდ დოლარს აჭარბებს.
(bpn)
