InterPress.ge -ს ინფორმაციით ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოუცხადა ამ მძიმე სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, საქართველოს მეგობარ მთავრობას და ხალხს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დაკარგულებს მალე იპოვიან.
ჯ.ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და მზადაა გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებისა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიმართულებით.
მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.
