InterPress.ge იტყობინება, რომ Ford-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი Opel Corsa-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა.
ავარიის შედეგად Corsa- ში ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ფორდის მძღოლი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
