მარნეულში აზერბაიჯანის ტერიტორიულ ოკუპაციის საწინააღმდეგ სახელწოდებით „ არა ოკუპაციას- თავისუფლება ყარაბაღს, შემდეგ მშვიდობა“ გაიმართა.
InterPress.ge- ს ინფორმაციით მარნულის ცენტრში ატა ჰოლდინგის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკში გამართულ აკციაში რუსეთისგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების და აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაციის დასრულება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეები საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშებით აზერბაიჯანს სოლიდარობა გამოხატეს. მათი განცხადებით, ოკუპაციის დასრულების შემდეგ მშვიდობა შესაძლებელი გახდება.
აღნიშნული აქციის ფარგლებში ბოლო წლეებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული აზერბაიჯანელი სამხედროების და მოქალაქეების ფოტოები გამოფენილი იყო. აქციის მონაწილეები საერთაშორისო დონეზე ხოჯალოზე სამართალი მოითხოვეს.
