ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში, საქართველოში იმპორტირებული საწვავის 81.1% სწორედ რუსეთზე მოდიოდა.
ზოგადად, 2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი წლიურად 6.2%-ით გაიზარდა და 554 200 ტონა შეადგინა. აქედან 273 700 ტონა ბენზინია, ხოლო 280 500 ტონა - დიზელი.
,,ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ საქართველოში საწვავის იმპორტი ქვეყნების მიხედვით :
- რუსეთი - 449 500 ტონა (მთელი იმპორტის 81,1%);
- რუმინეთი - 77 600 ტონა (14%);
- თურქმენეთი - 11 400 ტონა (2%);
- აზერბაიჯანი - 9 500 ტონა (1.7%);
- ბელარუსი - 5 000 ტონა (0.9%);
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1 000 ტონა (0.2%);
- უკრაინა - 100 ტონა (0.02%);
- ბულგარეთი - 100 ტონა (0.02%).
(bpn)
