რუსებს შორის წელს საქართველოში ფრენები არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ისრაელზე მატად პოპულარულია. თუმცა, პირდაპირი რეისების მიუხედავად, მგზავრთა 40% საქართველოში ხშირად ტრანსფერით მიფრინავს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ავიაბილეთების დაჯავშნის სერვის Aviasales-ში განუცხადეს.
სერვისის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს, ტუნისისა და მაროკოს მიმართულებით პირდაპირი ფენების აღდგენის შემდეგ მოთხოვნა ამ რეისებზე მეტად გაიზარდა. თუმცა, როგორც Aviasales-ში აცხადებენ, საქართველო რუსებისთვის მანამდეც პოპულარული მიმართულება იყო, ხოლო პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ ქვეყანამ ხუთეულში პოზიცია გაიმყარა და მეხუთედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.
Aviasales-ის ცნობით, წლევანდელ ზაფხულს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიაბილეთების საშუალო ფასი 26,8 ათასი რუბლი, ანუ 297 დოლარია.
ცნობისთვის: რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ ვიტალი საველიევის განცხადებით, 19 მაისიდან, პირდაპირი ფრენების გახსნის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის კვირაში 33 რეისი სრულდება. ამჟამად პირდაპირ რეისებს 24 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სულ 17 რუსული ავიკომპანია ასრულებს. გადამზიდავები მთლიანობაში 1166 თვითმფრინავს იყენებენ, რომელთაგან 90-ზე მეტი შორმაგისტრალურია.
ამასთან, ვნუკოვოს აეროპორტისა და ავიაკომპანია Azimuth-ის თანამფლობელი, ვიტალი ვანცევი აცხადებს, რომ თბილისში, უკრაინის მიერ სანქცირებულ Georgian Airways-თან პარტნიორობით, „რუსი მგზავრებისთვის ახალი სატრანზიტო ჰაბი შეიქმნება, რომლის მეშვეობითაც ევროპაში ფრენა გახდება შესაძლებელი.“ კერძოდ, ვანცევის თქმით, რეისები შესრულდება პარიზში, ნიცაში და რომში, სადაც პირდაპირი რეისები რუსებისთვის ამჟამად დაკეტილია. ამის შედეგად, ვანცევის შეფასებით, „სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ რუსები თბილისში მეოთხე კარგ სატრანზიტო ჰაბს მიიღებენ.“
რუსებისთვის სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობას, თუმცა ამჯერად მაროკოსთან დაკავშირებით, Aviasales-ის ანალიტიკოსებიც ხაზგასმით შენიშნავენ. კერძოდ, ისინი წერენ, რომ „პირდაპირი ფრენების დაწყების შემდეგ მაროკო სამხრეთ ევროპაში რუსების ფრენებისთვის მოსახერხებელი ჰაბი გახდა.“
„ბევრმა მგზავრმა არ იცის, რომ კასაბლანკადან პირდაპირი ფრენები ხელმისაწვდომია ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში,“ - აცხადებენ Aviasales-ში.
(bpn)
