„სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის, ამავდროულად ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების კონტექსტში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები მიუღებელია”, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
აღინიშნა, რომ 44-დღიანი სამამულო ომის შემდეგ აზერბაიჯანი არის მხარე, რომელმაც წამოაყენა სომხეთთან ურთიერთობის დამყარების ხუთი ძირითადი პრინციპი, სამშვიდობო ხელშეკრულების წინადადება, ასევე საზღვრის დელიმიტაციის ინიციატივა და არის ყველაფრის ავტორი ამ მიმართულებით:
„ამჟამად აზერბაიჯანული მხარე დგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს სამშვიდობო შეთანხმების წინსვლის მიმართულებით. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ერთგულებას იჩენდა აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის გაფორმებული სამმხრივი განცხადებების მიმართ.
აღნიშნულ სამმხრივ განცხადების ხელმოწერის პირველი დღიდან სომხურმა მხარემ არ შეასრულა განცხადების ბევრი დებულება, ხოლო რუსულმა მხარემ არ უზრუნველყო განცხადების სრული შესრულება”.
