კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

გაზეთ „გურჯისტანის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

28
გაზეთ „გურჯისტანის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გაზეთ „გურჯისტანის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გაზეთ „გურჯისტანის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, გაზეთ „გურჯისტანის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„სახელმწიფო მინისტრმა აზერბაიჯანულენოვან გამოცემას საიუბილეო თარიღი მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან „გურჯისტანის“ საუკუნოვანი ისტორიისა და იმ მნიშვნელოვანი მისიის შესახებ ისაუბრა, რომელსაც გაზეთი სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ასრულებს.

თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების წევრების ტოლერანტობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ იმ უნიკალურ ღირებულებებზე, რომელსაც ემყარება და წარმოაჩენს „გურჯისტანი“.

ღონისძიებაზე სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მომზადებული გაზეთ „გურჯისტანის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვიდეორგოლის პრეზენტაცია შედგა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს გაზეთ ,,გურჯისტანის“ მთავარმა რედაქტორმა ხალადინ ელჩუევმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, გაზეთ ,,ვრასტანის“ მთავარმა რედაქტორმა ვან ბაიბურთმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარემ“ ჰუსეინ იუსუბოვმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა რედაქციის თანამშრომლებს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესსა და გაზეთ „გურჯისტანის“ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები, საიუბილეო და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე სტუმრები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებიდან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წევრები, ახალგაზრდები, გაზეთის ერთგული მკითხველები სხვადასხვა რეგიონის აზერბაიჯანული თემიდან“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეა ახვლედიანის განცხადებით, გაზეთმა, მიუხედავად საქართველოს რთული ისტორიისა, დროს გაუძლო და მკითხველის ნდობა დაიმსახურა.

„გაზეთ „გურჯისტანის“ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა მისი საუკუნოვანი ღვაწლის დაფასებას ემსახურება. უკვე 100 წელზე მეტია გაზეთი საქართველოს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას მათ მშობლიურ ენაზე აწვდის ინფორმაციას საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი სიახლეების თაობაზე. განსაკუთრებით რეგიონებში, ის ასრულებს ერთგვარი გზამკვლევის როლს სხვადასხვა სფეროს რეფორმებთან, სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბოლო ასწლიანი ისტორიის სირთულეები, რა თქმა უნდა, გაზეთის არსზეც აისახებოდა, მან გაუძლო დროს, შეძლო დაემსახურებინა ნდობა და შეენარჩუნებინა ერთგული მკითხველი. „გურჯისტანის“ დღევანდელი ხედვა თანხვედრაშია სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტებთან. სწორედ ამიტომ სახელმწიფო მხარს უჭერს მის საქმიანობას და მის შემდგომ განვითარებას ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების საკეთილდღეოდ. მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო გაზეთ „გურჯისტანის“ ერთგულ მკითხველს, მის რედაქციას და ყველა გულშემატკივარს ეს მნიშვნელოვანი იუბილე და ვუსურვო მათ შემდგომი შემოქმედებით წარმატებები“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →