საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში უცხოეთიდან 2,232 ტონა (12,512 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, 2022 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში - 1,650 ტონა (7,201 მლნ აშშ დოლარი).
გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც წელს ყველაზე მეტი ყველა და ხაჭო შემოვიდა.
ტოპ-5 ქვეყანა:
- თურქეთი -508.5 ტონა (2,094 მლნ აშშ დოლარი)
- გერმანია - 412.5 ტონა (2,372 მლნ აშშ დოლარი)
- რუსეთი - 314.2 ტონა (1,381 მლნ აშშ დოლარი)
- პოლონეთი - 251.9 ტონა (1,382 მლნ აშშ დოლარი)
- ნიდერლანდები - 145.4 ტონა (999.9 ათასი აშშ დოლარი)
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, წელს მცირედი ზრდა ამ მიმართულებითაც შეინიშნებოდა. კერძოდ, 2023 წლის 5 თვეში საქართველომ 30.2 ტონა (359.3 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი გაიტანა გასაყიდად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 20.2 ტონა (201.2 ათასი აშშ დოლარი). 2023 წელს ადგილობრივი წარმოების ყველი გავიდა, აშშ-ში (29.5 ტონა - 350.1 ათასი აშშ დოლარი), ასევე, მცირედი მოცულობები ჰონ-კონგსა და თურქეთში.
(bpn)
