InterPress.ge-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებთან განცხადებაში აღნიშნა.
მისი თქმით, ბოლო დროს მხარეებს შორის დაძაბულობაა: "ამას სერიოზული მიზეზები აქვს. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს. ვიზიტის დროს გვქონდა შესაძლებლობა ღიად განგვეხილა ურთიერთობები. ჩვენ ვგრძნობთ ირანის განზრახვას. სერიოზული ნაბიჯებია ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, აზერბაიჯანიც ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს“.
