ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს. ეს არის მიწის სისტემური რეგისტრაცია, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა 1 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს. ეს არის მიწის სისტემური რეგისტრაცია, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აქაც შეიქმნა 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი, დავატრენინგეთ ახალგაზრდები და ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
მობილური იუსტიციის სახლის 470-ზე მეტი სერვისი უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ასევე ძალიან მალე იქნება დასრულებული შესაბამისი აპლიკაცია, რათა ყველა ეს სერვისი მოქალაქეებმა მიიღონ ონლაინ." - განაცხადა პრემიერმა.
