პარლამენტი, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას დღეს დაასრულებს. რეგლამენტის მიხედვით, ივნისის ბოლო პარასკევს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხურება. პლენარული სხდომა პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენით დასრულდება.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები, პარლამენტის მუშაობას პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სესიაზე 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მნიშვნელოვანი კანონპროექტები მიიღეს, მაგრამ განსახილველი დარჩათ თავდაცვის, ჯანდაცვის, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის და სხვა მიმდინარე კანონპროექტები.
დეპუტატებმა, ასევე უნდა იმსჯელონ "საარჩევნო კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე. წინასწარი ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ, შესაძლოა რამდენიმე რიგგარეშე სხდომა გაიმართოს.
