„ჩვენი საქმე არ არის სხვა სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის შიდა პოლიტიკა. ეს შეიძლება იყოს ხაზარაძის, გახარიას და „ნაცების“ საქმე, მაგრამ ჩვენი საქმე არ არის რუსეთის შიდა პოლიტიკა, ამიტომ კომენტარების გაკეთებაც კი არასწორია ჩვენი მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, განახორციელეს თუ არა გუშინ, რუსეთის მაღალჩინოსნებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ზარი, კობახიძემ აღნიშნა, რომ გუშინ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა.
„არ ვიცი, ვის ვისთან ჰქონდა ზარი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ურთიერთობები ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. თუ რაიმე კომუნიკაცია შეიძლება შედგეს, ამისთვის ერთადერთი არხია, მთავრობის სპეც. წარმომადგენლის არხი. ამის იქით არსები არ არსებობს. გუშინ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, რუსეთის შიდა საქმე იყო, ჩვენ რა კომუნიკაცია უნდა გვქონოდა ამასთან დაკავშირებით?!“,- აღნიშნა კობახიძემ.
(imedi)
