რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ - ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძემ უპასუხა უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებ გიორგი გახარიას მოწოდებასაც და განაცხადა, რომ „ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია და ამაზე სახელმწიფო უწყებები ზრუნავენ“.
„ასეთი სისულელე ადრე თვითონ გახარიასაც არ უთქვამს, ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია, ყველაფერი დაცულია, ამაზე ზრუნავენ სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიასი, არ ჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე სისულელეს უწოდებს გიორგი გახარიას განცხადებას, რომ „არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რუსეთთან საზღვრები დროებით ჩაიკეტოს
(ipn)
