მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში ცნობილი ქართველი მომღერლის ვერიკო ტურაშვილის აზერბაიჯანული სიმღერის "Bahar sensiz" კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.
InterPress.ge-ს ცნობით, პრეზენტაციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები.
"აღსანიშნავია, რომ ვერიკო ტურაშვილის სიმღერის „Bahar sensiz“ შესრულების იდეა ჩვენს მუზეუმში დაიბადა. კლიპის გადასაღებად მუზეუმმა ასევე წარმოადგინა აზერბაიჯანული ხალიჩები და აზერბაიჯანული კულტურის სხვა ნიმუშები".
მომღერალმა მადლობა გადაუხადა მუზეუმს მხარდაჭერისთვის.
