ერთ-ერთი მათგანი კოსტავას ქუჩაზე მდებარე კლუბი იყო, სადაც სამი პირი აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაცია თაღლითურ სქემას უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, საუბარია ტურისტებისთვის თანხის გამოძალვის სქემაზე, რომლის დახმარებითაც, კაფე-ბარებში შესულ კლიენტებს დიდი ოდენობის თანხებს მოტყუებით ართმევდნენ.
ოფიციალურ განცხადებას და დეტალურ ინფრომაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს გაავრცელებს.
