საქართველოს პარლამენტში, მოქალაქემ პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატებს, სასესიო დარბაზში, რუსული რუბლები გადააყარა და საპროტესტო ბანერი გადმოფინა.
მოქალაქე, რომელმაც პროტესტი გამოხატა, შშმ პირის დედაა, რომელიც შშმ პირების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში მიიწვია.
“ხო, ნუ, რა ვქნათ, არსებობენ არაადეკვატური მოქალაქეები. თქვენი გზავნილი გასაგებია” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
(metronome)
