როგორც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მოზარდის მდგომარეობა მძიმე იყო.
ცნობისთვის, ბათუმში, ლორიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მდებარე კორპუსიდან 15 წლის გოგო გვიან ღამით გადმოვარდა. მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
თვითმხილველების თქმით, 15 წლის მოზარდი მსუბუქ ავტომობილს დაეცა.
.jpg)