დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორებიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ქურდობა, მათ შორის, ბინიდან ქურდობა, თაღლითობა და სხვა.
ამასთან, მთავრობის ცნობით, უპრეცედენტოდ მაღალია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელიც 62%-ს აღემატება.
