კოლომინა თბილისში რეგიონული ტურის ფარგლებში ჩამოდის და საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.
ვიზიტის მიზანსა და შეხვედრებზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ხავიერ კოლომინა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ისაუბრებს, სადაც დღის მეორე ნახევარში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
