ევროკავშირი აპირებს, შეზღუდოს, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ფარგლებში, რუსეთიდან ბრილიანტის ვაჭრობა. ამის შესახებ ჰიროსიმაში გამართულ პრესკონფერენციაზე „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
"ჩვენ შევზღუდავთ ვაჭრობას რუსული ბრილიანტებით. რუსული ბრილიანტი სამუდამო არ არის", - თქვა მან. თუმცა, აღნიშნა, რომ სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ მსჯელობა გრძელდება. მიშელმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, მისცა თუ არა ბელგიის მთავრობამ საბოლოო თანხმობა რუსული ალმასით ვაჭრობის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებაზე.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ამჟამად „მუშაობს სანქციების რეჟიმში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე და განაგრძობს რუსეთისთვის კრიტიკული მიწოდებისგან მოწყვეტას“. მისი თქმით, გარდა ამისა გაგრძელდება უკრაინის „ძლიერი სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ფინანსური“ მხარდაჭერა.
რუსეთიდან ბრილიანტის წინააღმდეგ ევროკავშირის ცალმხრივი სანქციების შემოღების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ბელგიაა, რომელიც შიშობს, რომ თუ სანქციები არ გახდება გლობალური, მაშინ რუსული ექსპორტი წავა ახლო აღმოსავლეთში და ინდოეთში და ანტვერპენის ალმასის ბიზნესი დიდ ზარალს მიიღებს.
(bpn)
