მალტის პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, შესაძლებელია მალტის პარლამენტის მხრიდან გაძლიერდეს ძალისხმევა, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იქნება საჭირო.
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რაც საჭირო იქნება ჩვენი პარლამენტის მხრიდან, შეგვიძლია რომ განვიხილოთ და გავაძლიეროთ ძალისხმევა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში სრულ წევრობას", - აღნიშნა მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ანჯელო ფარუჯას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად დღეს შეხვდა. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებით ევროკავშირის მხრიდან, საქართველოსა და მალტას შორის კავშირების გაღრმავების საჭიროება გაჩნდა.
შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ხალხთაშორის ურთიერთობების, განათლების, ზღვაოსნობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა მიმართულებებით.
İpn.ge
