კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მხრივ უკვე ბევრი ნაბიჯი გადავდგით, ახლა ჯერი ევროკავშირზეა

17
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მხრივ უკვე ბევრი ნაბიჯი გადავდგით, ახლა ჯერი ევროკავშირზეა
მოსასმენად დააჭირეთ

ეს არის გზა ორმხრივი მოძრაობით - ჩვენი მხრივ უკვე ბევრი ნაბიჯი გადავდგით, ახლა ჯერი ევროკავშირზეა, ქართველ ხალხს უთხრას, რომ ევროკავშირი თავის თავსა და თავის მომავალს საქართველოსთან ხედავს,- ამის შესახებ საქართველოს…

ეს არის გზა ორმხრივი მოძრაობით - ჩვენი მხრივ უკვე ბევრი ნაბიჯი გადავდგით, ახლა ჯერი ევროკავშირზეა, ქართველ ხალხს უთხრას, რომ ევროკავშირი თავის თავსა და თავის მომავალს საქართველოსთან ხედავს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით საქართველოს პროგრესი კანდიდატის სტატუსის, მოლაპარაკებისა და წევრობის საკითხებში გადაითარგმნოს.

„პროგრესი, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირთან, როგორც სტრუქტურასთან დაახლოების მხრივ მიაღწია, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატობის, მოლაპარაკების დაწყების და წევრობის საკითხებში გადაითარგმნოს. ის, რაზეც რამდენიმე წლის წინ რთული იყო გეგმების მოწყობა, თუ როდის იქნება ევროკავშირის წევრობა, მოლაპარაკებები, დღეს ხელის გაწვდენაზეა და მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. მეორე მხრივ, ეს არის შესაძლებლობა ევროკავშირისთვის, რომ საქართველოს, რომელიც არის ევროპის ისტორიული ნაწილი, თავად დაუბრუნდეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის გზა ორმხრივი მოძრაობით. ჩვენი მხრივ უკვე ბევრი ნაბიჯი გადავდგით. ახლა ჯერი ევროკავშირზეა, რომ ქართველ ხალხს უთხრას, რომ ევროკავშირი თავის თავსა და თავის მომავალს საქართველოსთან ხედავს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ „ევროკავშირმა სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს“.

„2014 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, შეთანხმების ნახევარი უკვე შევასრულეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის თითქმის ნახევარი საქართველომ უკვე გადმოიღო. ეს მოხდა ერთი მხრივ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი მოწყობა იყოს ევროპული სტანდარტის და დონის, მაგრამ ამავე დროს იქიდან გამომდინარეც, რომ ჩვენ საშინაო დავალებას ვაკეთებთ ევროკავშირში წევრობისთვის. ამ ჰარმონიზაციის პროცესში საქართველო ევროკავშირის კარგი პარტნიორია. ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირმა სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, საჭირო გახდა ფართომასშტაბიანი ომი, რათა ევროკავშირს გადაეაზრებინა საკუთარი გეოპოლიტიკური როლი. სწორედ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართაც და საქართველოს უთხრას, რომ 30 წლიანი ბრძოლა ქართველი ხალხისა, დანახული და დაფასებულია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება იმას, ფიქრობს თუ არა, რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მხოლოდ სიმბოლურია, პაპუაშვილი ამბობს, რომ „ერთადერთი, რაც სიმბოლური არაა, საბოლოო შედეგია“.

„ჩვენი მიზანია ევროკავშირის წევრობა. ერთადერთი, რაც ამ ყველაფერში სიმბოლური არაა, ეს არის საბოლოო შედეგი, რაც თვალსაწიერიდან არ უნდა დავკარგოთ. გზა არის მნიშვნელოვანი, ვერავინ გადაახტება იმ შუალედურ პუნქტებს, რომელსაც უნდა მივაღწიოთ, მაგრამ საბოლოო მიზანი არ უნდა დავკარგოთ თვალსაწიერიდან. არ გვინდა ისეთი მდგომარეობაში ვიყოთ, როგორც ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც კანდიდატი იყო ან არის დღემდე ათწლეულების განმავლობაში და შედეგი არ დგება. ამიტომ ყველაფერს პრაგმატულად ვუყურებთ. მიზანი არის წევრობა, თუმცა კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკეების დაწყება არის პროცესი, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →