გთავაზობთ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც გასულ თვეში ფასი ყველაზე მეტად შემცირდა:
- კომბოსტო - 50.4%-ით
- ქლიავი - 34.2%-ით
- მზესუმზირის ზეთი - 30%-ით
- ნიორი - 29.8%-ით
- ბადრიჯანი - 29.7%-ით
- წიწიბურა - 25.5%-ით
- პომიდორი - 18.6%-ით
- კიტრი - 13.1%-ით
- მარილი - 13.1%-ით
- შაქარი - 12,7%-ით
გარდა სურსათისა, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2%-ით.
შეგახსენებთ, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 305 სამომხმარებლო პროდუქტის ფასებით იზომება. ამ პროდუქტებს შორისაა სურსათი, სხვადასხვა სერვისი, გართობის, დასვენების და სხვა აქტივობების ფასები.
