აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ორჯერ, თითქმის 132%-ით გაიზარდა.
კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა 647 738 კაცს შეადგენდა, რაც საშუალო წლიური მოსახლეობის 17.4%-ს შეადგენს. 2007 წლის მონაცემებით კი, საარსებო შემწეობას საქართველოში 279 474 კაცი იღებდა, რაც მთელი მოსახლეობის 7.2%-ი იყო.
წლების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა, ასე გამოიყურება:
- 2007 წელი - 279 474 კაცი;
- 2008 წელი - 368 431 კაცი;
- 2009 წელი - 436 309 კაცი;
- 2010 წელი - 430 603 კაცი;
- 2011 წელი - 411 091 კაცი;
- 2012 წელი - 435 961 კაცი;
- 2013 წელი - 437 238 კაცი;
- 2014 წელი - 432 487 კაცი;
- 2015 წელი - 376 776 კაცი;
- 2016 წელი - 459 619 კაცი;
- 2017 წელი - 450 423 კაცი;
- 2018 წელი - 438 543 კაცი;
- 2019 წელი - 441 448 კაცი;
- 2020 წელი - 483 702 კაცი;
- 2021 წელი - 587 524 კაცი;
- 2022 წელი - 647 738 კაცი.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლიდან სოციალური შემწეობის დანიშვნის წესი რამდენჯერმე შეიცვალა.
