მათივე ცნობით, საცხობი პურით თბილისის ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებებს მოამარაგებს.
„საცხობში პატიმრები დასაქმდნენ, რაც მათთვის რეაბილიტაციის საშუალება და დამატებითი შემოსავლის წყაროა. პენიტენციურ სისტემაში საცხობები უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქსნისა და №14 (გეგუთის) დაწესებულებებში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობასა და საზოგადოებაში მათ ეფექტიან ინტეგრაციაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
